"გირჩმა" საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა. პარტიის ლიდერების განცხადებით, საროსკიპო სახელად "პიონერი" 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. სპონსორი სექსსათამაშობის მაღაზია "კიკუა", რომელიც წყვილებს სექსსათამაშოებით და პრეზერვატივებით მოამარაგებს.
ზურა ჯაფარიძის თქმით, წყვილებს გაერთიანება უსაფრთხო სექსის შესაძლებლობას აძლევს. "გირჩი" პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს.
საროსკიპოს გახსნა ქვეყანაში იკრძალება, შესაბამისად ჯაფარიძე ამბობს, რომ ის დაკავებას ელოდება. კანონდარღვევა სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ჩვენი აზრით, არ არსებობს არანაირი თვისობრივი განსხვავება ამ სასტუმროებსა და ნებისმიერ სხვ სასტუმროს შორის, მათ შორის ქვეყანაში ცნობილ ბრენდებს შორის. ყველა ამ შემთხვევაში ადამიანები სარგებლობენ ხოლმე ფასიანი სექსუალური მომსახურებით. ცხადია, სახეზე არის შერჩევითი სამართალი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს ძალადობას და ეფუძნება ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ნებაყოფლობით შეთანხმებას არის პატიოსანი შრომა, მათ შორის, პატიოსანი შრომა არის პროსტიტუციაც,“- განაცხადა ჯაფარიძემ.