17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
მთელ ქვეყანაში ტერორისტად გამომაცხადეს, სადაც 9 თვე ვცხოვრობ კაციშვილი არ მოსულა, ესენი არიან სრულიად დებილები - მალხაზ მაჩალიკაშვილი 

მალხაზ მაჩალიკაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ელოდებიან. პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ხელისუფლებას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს და ტერორიზმში დადანაშაულებით მხოლოდ მისი შვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას ცდილობენ. 

ვახა მაჩალიკაშვილი, ამ წუთებშიც პარლამენტის წინ იმყოფება, სადაც უკვე წელიწადზე მეტია უწყვეტ საპროტესტო აქციას მართვას და შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვს. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ თუ გომელაურის უწყებაში დაკითხვის შემდეგ მას დააკავებენ, აქციას მისი მეუღლე უხელმძღვანელებს.

„ჩვენ არ ვართ არანაირი კონტაქტი იარაღთან არ გვქონია, არანაირი მცდელობა ჩვენ არ გვქონია. რომ გვქონდეს, მთელ საქვეყნოდ ტერორისტად გამომაცხადეს ხომ? მე სად ვცხოვრობ ეს 9 თვე, სად ვცხოვრობ - კარვებში ვცხოვრობ. ერთი კაცი არ მოსულა. ეს უნიჭოები, ეს ნაძირლები, თუნდაც კარვები, რომ გაეჩხრიკათ. მთელ ქვეყანაში ტერორისტად გამომაცხადეს, სადაც 9 თვე ვცხოვრობ, კაციშვილი არ მოსულა, კარავში რა ხდება, რომ გაიგოს. წარმოიდგინეთ რა პროფესიონალები არიან ესენი, ესენი არიან სრულიად დებილები. მე თქვენ მეცოდებით ამ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელში, თქვენ მეცოდებით, საქართველოს შვილები,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ დაკითხვის შემდეგ ის დააკავონ, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყებას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები