17 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
აქცია პარლამენტთან - 2 წლის წინ გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის ოჯახი შვილის მკვლელობაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს

აქცია პარლამენტთან - საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ორი წლის წინ გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის ოჯახის წევრები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ისინი ხუციშვილის მკვლელობაში სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. ხუციშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატრულ-ინსპექტორებს ხელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები აფარებენ. აქციის მონაწილეები საქმის პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ. 

ხუციშვილი დაახლოებით, ორი წლის წინ გარდაიცვალა. ზურა ხუციშვილი აეროპორტის მიმართულებით ავტომობილით მოძრაობდა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან მარჯვენაზე გადასვლის შემდეგ მაღალი სიჩქარით დიღმის მიმართულებით გაემართა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აედევნა. ვიდეოკადრები „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა. მოგვიანებით, ხუციშვილის ცხედარი მტკვარში იპოვეს, ავტომობილი კი საჯარიმო ავტოსადგურზე.

საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. გარდაცვლილის ოჯახი  დარწმუნებულია, რომ ხუციშვილი თვითმკვლელობამდე პოლიციელებმა მიიყვანეს.

დღის ამბები