თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში ადიდებულმა მდინარე სტორმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო. მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა მიმდებარე სოფლებში ცენტრალური მაგისტრალები, რის გამოც ავტომობილებით გადაადგილება ამ ეტაპზე შეფერხებულია.
კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ მშენებარე სასტუმრო წყალში მოაქცია. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვს.
სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტიც დააზიანა. იქ საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.