17 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
პანკისელები შეიკრიბნენ - დუისში მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება 

პანკისის ხეობის სოფელ დუისში მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდობლობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ მაჩალიკაშვილისთვის ტერორიზმის ბრალდების წაყენება მისი ოჯახის განადგურებისკენ არის მიმართული.

ახალგაზრდებმა ხელისუფლების სახელზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს.

სახალხო კრების სახელით სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობას მოუწოდეს პანკისთან დაკავშირებული ძალადობრივი პოლიტიკა და ტერორიზმთან ხეობის დაკავშირება შეწყვიტონ.

მათი თქმით, სუს-ის ქმედებები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოუძიებლობას ვერ გადაფარავს. რაც შეეხება აუდიო ჩანაწერს, პანკისელები ამბობენ, რომ ჩანაწერი მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირს არ ადასტურებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები