17 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ყალბი დასკვნები „ყვითელი“ სამგზავრო ავტობუსებისთვის - დედაქალაქის მერის პირველი კომენტარი 

ყალბი დასკვნები „ყვითელი“ სამგზავრო ავტობუსებისთვის - „კურიერმა" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა დაკავშირებით დეტალების გარკვევა, დედაქალაქის მერთან სცადა.

კითხვაზე - შედგა თუ არა უკანონო გარიგება, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და კერძო კომპანიებს შორის, კალაძე ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, როდესაც გამოძიება დასრულდება შედეგების შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას. დედაქალაქის მერი ასევე აღნიშნავს, რომ გაყალბების ფაქტები მიუღებელია.

კახა კალაძე ამბობს, რომ ავტობუსები, რომლებიც მოძრაობენ, შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.  კახა კალაძემ ასევე სამარშრუტო ტაქსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე გაირკვევა, საჭიროა თუ არა ქალაქში ისინი.

„ბევრი გაჩერებულია, რომლის გადაადგილება არ შეიძლება და პრობლემაა. რომელიც მოძრაობს, აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც არის. თუმცა ყველანაირი თვალსაზრისით მიუღებელია. იცით ჩვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. იცით, რომ პროცესი დაწყებულია და გვინდა, რომ მთლიანად ჩავანაცვლოთ წლის ბოლომდე პარკი. რაც შეეხება ე.წ. მარშუტკებს, ამასთან დაკავშირებით მალე გვექნება სრული სურათი, საერთოდ ქალაქს სჭირდება თუ არა ყვითელი მარშუტკები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, ავტობუსების ტექდათვალიერებას  ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. მამუკა მუმლაძის თქმით, თუ არასწორად გაიცა დასკვნა, კომპანია ვალდებულია პასუხი აგოს.

„ჩვენი ბაზის ავტობუსები, რომელიც ექვემდებარება და უწევს დრო, რომ გაიაროს ტექინსპექტირება, ამისთვის ვაგზავნით შესაბამის კომპანიას, რომელიც ტენდერში გამარჯვებულია და მისი ვალდებულებაა, რომ თუ ექვემდებარება ტექინსპექტირებას, გაიაროს, მისცეს შესაბამისი საბუთი, თუ არ მისცეს სწორად პასუხი, ეს მათი პასუხისმგებლობაა და პასუხსაც აგებენ ამასთან დაკავშირებით,“- განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ.

სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში გაყალბებული ტექნიკური დოკუმენტებით მოძრაობს და რეალურად ავტობუსები გამართული არ არის. დაკავებულია ტექინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები