თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი გამოჩნდა. ბიუსტი, სავარაუდოდ, გუშინ 9 მაისთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანმა დადგა.
ნივთი ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში ინახებოდა, თუმცა რატომ გადაწყდა მისი სოფლის ცენტრში ხელახლა დამონტაჟება, უცნობია.
თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილისთვის ფაქტის შესახებ უცნობია. მისი განცხადებით, მას ბიუსტი სოფელში არ უნახავს, თუმცა მისთვის მიუღებელია საბჭოთა სიმბოლიკის გამოტანა და ასევე სოფლებში მსგავსი ნივთების აღდგენა. მერი საქმის შესწავლას და შესაბამის რეაგირებას აპირებს.
სტალინის ბიუსტი აკურაში პირველად „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ გამოჩნდა, თუმცა, ის მალევე აიღეს.