17 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
გაფრთხილება „ოცნების“ ხელისუფლებას - საქართველომ შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა დაკარგოს

ბოლო გაფრთხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - თუ ევროპაში არალეგალი ქართველი ემიგრანტების რიცხვი არ შემცირდება, საქართველომ შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს. საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა. კრისტოფ კასტანერი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ანომალიურად დიდია, რაც საფრანგეთისთვის თავის ტკივილს წარმოადგენს.

უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საფრთხეებს საქართველოს მთავრობაში უარყოფენ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მამუკა ბახტაძე რისკების თავიდან აცილების პირობად მოქალაქეების პასუხისმგებლობას მიიჩნევს.

საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა შესახებ ინფორმაციას თვეში ერთხელ გაცვლიან.

საფრანგეთს ქალაქ მონპელიეში ამ დრომდე კარვებში რჩებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროპას თავშესაფარს სთხოვს. სტატუსის მოლოდინში მათ ქუჩაში სძინავთ და შიმშილი უწევთ. „კურიერი“ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. მათი თქმით, სამშობლოში დასაბრუნებლად მზად არიან თუ ხელისუფლება სამუშაო ადგილებით და მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფს. პროტესტის ნიშნად მონპელიეში მყოფი მოქალაქეები შიმშილობას იწყებენ.

ევროპელი ოფიცრები საქართველოდან ევროპისაკენ მიმავალ მგზავრებს ინტენსიურად ამოწმებენ. უცხოური საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები ქუთაისის აეროპორტში ავიარეისების წინ ჩამოდიან.

 

ავტორები: ედიშერ მუშკუდიანი, თათია წოწონავა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები