17 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
სავარაუდო კორუფციული გარიგება მერიასა და ტექდათვალიერების ცენტრებს შორის - ავტობუსებისთვის ყალბი დასკვნები გაიცემოდა

სავარაუდო კორუფციული გარიგება მერიასა და ტექდათვალიერების ცენტრებს შორის - ე.წ. ყვითელი ავტობუსების დიდი ნაწილი გაუმართავია, თუმცა ტექდათვალიერების დროს დოკუმენტებში ხარვეზები მითითებული არ იყო.

სავარაუდო კორუფციული დანაშაულის ფაქტი სექტემბერში გამოვლინდა. ტექინსპექტირების სამი ცენტრის 4 თანამშრომელი დააკავეს, ბრალი წაუყენეს, თუმცა ოთხივე გაათავისუფლეს, საგამოძიებო პროცესი ისევ მიმდინარეობს.  

საგამოძიებო უწყებაში კორუფციულ გარიგებაზე ღიად საუბრობენ. შემოსავლების სამსახურის გამომძიებლები არ მალავენ, რომ მერიის სატრანსპორტო სამსახურის მაღალჩინოსნებსა და ტექინსპექტირების თანამშრომლებს შორის ფარული შეთანხმებები იდებოდა. ნიკოლოზ ონიანი ყვება, რომ მწყობრიდან გამოსულ ყვითელ ავტობუსებზე დადებითი დასკვნა სწორედ ამ მეთოდით იწერებოდა.

კორუფციული გარიგების ფაქტს მერიის მაღალჩინოსნებსა და ტექინსპექტირების კომპანიას შორის თბილისის მერი კატეგორიულად უარყოფს.

დანაშაულს არ აღიარებენ ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრ „დაჯიში“, სადაც ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ამოწმებენ. შპს ”დაჯი”-დან აიყვანეს ერთი თანამშრომელი.

ოპოზიციამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამორტიზებულო მუნიციპალური ტრანსპორტისთვის დადებითი დასკვნების მიცემა, სავარაუდოდ, დიდი კორუფციული გარიგების შედეგია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები