17 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
7 საათიანი დაკითხვის შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ი დატოვა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ი დატოვა. მისი დაკითხვა მოწმის სტატუსით 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ მას აუდიოჩანაწერის თარგმანზე შენიშვნები აქვს და ტექსტი ნაწილობრივ არასწორად იყო ნათარგმნი. 

მაჩალიკაშვილი სუს-იდან გამოსვლის შემდეგ, თავს შეუძლოდ გრძნობდა. იგი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ყველაფერი მომდევნო დღეებში გაირკვევა. 

7 საათიანი დაკითხვის შემდეგ, მაჩალიკაშვილი ისევ პარლამენტის შენობასთან გაემგზავრა, სადაც ის პროტესტს გააგრძელებს. 

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, შესაძლოა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაეკავებინათ. მისი განცხადებით, დაკითხვა მშვიდად მიმდინარეობდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.

„შემდგომი ეტაპი არის გამოძიების გადასაწყვეტი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა. თუ იქნება საკმარისი მტკიცებულები, დასაბუთებული ვარაუდი, რომ მალხაზ მაჩალიკშვილმ,ა შესაძლოა ჩაიდინა და მოამზადა კონკრეტული დანაშული, მაშინ წაეყენება ბრალი. ჩვენ მოვითხოვეთ და დავსვით კითხვა, არის თუ არა ექსპერტიზა ჩატარებული უწყვეტობაზე, ჯერ კიდევ არ არის ექსპერტიზა ჩატარებული, ანუ მტკიცებულების ავთენტურობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებას მისი მეუღლე არ ელოდებოდა. მედიკო მარგოშვილის თქმით, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაგრძელდება, სანამ თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა არ დამტკიცდება და დამნაშავეები არ დაისჯებიან.

ე.წ. მოდულის შენობასთან პარტია „კანონი და სამართლის“ თავჯდომარე, თაკო ჩარკვიანიც იმყოფებოდა.

„ნიშანწყალი გამოჩნდა იმისა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო არ ჩამოგვეშალა თავზე.; ეს მოხდა დღეს. ეს მაჩალიკაშვილისთვის კი არ გაკეთდა, ეს გაკეთდა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა მოწმის სტატუსით ცოტა ხნის წინ, სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ჩატარდა. უწყების მტკიცებით, მაჩალიკაშვილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები