17 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
ყვარელში ადიდებულმა მდინარე დურუჯმა დამცავი ჯებირები დაანგრია - დატბორილია სახნავ-სათესები და ვენახები

თელავის, ლაგოდეხის და ახმეტის შემდეგ, გადაუღებელმა წვიმამ ყვარელიც დააზარალა. ამ წუთებში ადიდებულია მდინარე დურუჯი, დანგრეულია დამცავი ჯებირები, დატბორილია მოსახლეობის კუთვნილი სახნავ-სათესები და ვენახები.

კალაპოტიდან გადმოსული წყალი გარკვეულ მონაკვეთებზე სოფლებთნ ახლოს მიედინება. გადაუღებელი წვიმის გამო, სალიკვიდაციო სამუშაოები ვერ იწყება.

"შესაბამისი ტექნიკის მდინარეში შეყვანა მხოლოდ წყლის დონის დაწევის შემდეგ იქნება შესაძლებელი," - განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.

დღის ამბები