17 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
"დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება" - 11 პირი დაჯილდოვდა

პროექტის "დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება" ფარგლებში გამართული კონკურსის შედეგად 6 სხვადასხვა ნომინაციაში დიასპორის 11 წარმომადგენელი დაჯილდოვდა.

გამარჯვებულებს ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშის, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ექსპონატების ასლები გადაეცათ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულეების და უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების გამოვლენას, ვისაც საკუთარი საქმიანობით წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარებისათვის.

კონკურსი საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან თანამშრომლობით გაიმართა.

 

დღის ამბები