თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი აიღეს. მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება მასალის "კურიერის" ეთერში გასვლას მოჰყვა.
თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ბიუსტი მისი დავალებით სოფლის ხელმძღვანელმა აიღო და ხელახალი დადგმა აღარ იგეგმება.
შეგახსენებთ, ბიუსტი სოფელ აკურის ცენტრალურ პარკში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გვერდით, 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ადგილობრივების ერთმა ჯგუფმა დადგა.
ნივთი ადგილზე პირველად "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გამოჩნდა, თუმცა, ის მალევე აიღეს.