17 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ოკუპაცია და ხელისუფლების უმოქმედობა-სანდრა რულოვსმა ანრისაოკუპაციო მოძრაობასთან ერთად, კახათელ ახალგაზრდებთან დისკუსია გამართა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, სოფელ კახათში ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.  შეხვედრას ესწრებოდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ ძალა ერთობაშიას“  წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის საქართველოს ისტორიულ ბრძოლასა და ოკუპანტის მიმართ ივანიშვილის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე. ანრისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებმა კახათელ ახალგაზრდებს გააცნეს გორის რაიონის სოფლებთან საზოგადოებრივი მონიტორინგის გამოცდილება და და უპასუხეს შეკითხვებს.

„ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო თემებზე. ეს არის ჩვენი საოკუპაციო მდგომარეობის შესახებ. მოქალაქეებში უნდა იყოს მეტი განცდა რომ ეს არის დიდი პრობლემა და რომ მთავრობა არ აკეთებს საკმარისად რომ ჩვენი ტერიტორიები და ჩვენი ხალხი ამ ტერიტორიებზე დაიცვას,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა. 

დღის ამბები