გაზრდილი კრიმინალი, უმუშევრობა, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული საკითხები - ამ პრობლემებზე საუბრობს ჭიათურის რაიონის სოფელ ეწერის მოსახლეობა. "ევროპული საქართველოს" წევრები დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე მერის შუალედურ არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელ კანდიდატ დავით ჭუმბურიძესთან ერთად, ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ. დავით ჭუმბურიძემ სოფლის მაცხოვრებლებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო.