ხადორის ხეობა მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. სოფელ ხადორში რამდენიმე მოსახლეა ჩარჩენილი. მეწყრულ ზონაში მუშაობს ტექნიკა თუმცა იმის გამო, რომ ნიადაგი ნოტიოა, პერიოდულად კლდის მასების ნაწილები ისევ იშლება.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების, ფშაველისა და ლეჩურის დამაკავშირებელ გზაზე კი შეზღუდვები დაწესდა.
ვითარებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. მიზეზი მდინარე სტორის მიერ გზის ნაწილის დაზიანება გახდა.