ხადორის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია - გზის რთულ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის მანქანები გადაადგილდებიან. ხადორი გარესამყაროს გუშინ, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მოწყდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე მოსახლე სოფელ ხადორში ჩარჩა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურშიც, სადაც მდინარე სტორმა გზის ნაწილი დააზიანა და მოძრაობა დროებით შეფერხდა.
მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი 150 მეტრამდე საავტომობილო გზა, სადაც ავტომობილებით გადაადგილება კვლავ შეუძლებელია.