უამინდობა საქართველოში - ძლიერმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. დღის ბოლოს მოსული ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურში 90-მდე შეტყობინება შევიდა.
შეტყობინებების უმეტესობა, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა.
დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები.
„მიმდინარეობდა გზის დაგების სამუშაოები, უხვი ნალექიდან გამომდინარე ჩამოიტანა ბალასტი და გადაკეტა გზა. გადაკეტვის შედეგად შევიდა წყალი მოსახლესთან და დაიტბორა სარდაფი. აუცილებლად, კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად დავეხმარებით მოსახლეს,“-აცხადებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ირაკლი ანდღულაძე.
უხვი ნალექის შედეგად მოსახლეობა დაზარალდა მთაწმინდის რაიონშიც.