ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - გამთენიისას ავლაბარში, ცენტრალურ ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავდა ორი ადამიანი, საჭირო გახდა ერთ-ერთი მათგანის კლინიკაში გადაყვანა. მეორეს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
მიმდინარეობს გამოძიება.