17 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
150 ლარი არჩევნებზე არმისვლის სანაცვლოდ, 200 ლარი თუ მოქალაქე ხმას "ოცნებას“ მისცემს - ოპოზიციამ ამომრჩევლის მოსყიდვის სქემას გაშიფრა 

"ქართული ოცნების" ახალი სახეები გამარჯვებისთვის ძველი მეთოდებით იბრძვიან - ოპოზიციის განცხადებით, შუალედურ არჩევნებზეც ფული "ქართული ოცნების" მთავარი ელექტორალური იარაღია.

150 ლარი არჩევნებში მონაწილეობაზე უარის სანაცვლოდ, 200 ლარი კი იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს - ასეთია "ქართული ოცნების" შეთავაზება. ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვის მორიგი ფაქტები დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამოავლინა.

ოპოზიციამ დღეს ის მაღალი თანამდებობის პირებიც დაასახელა, რომლებიც ამომრჩევლების მოსყიდვასა და დაშინებაში არიან ჩართულები.

Image result for ლევან ხაბეიშვილი„ბიძინა ივანიშვილი  "ქართული ოცნება" არის პანიკურ შიშში. იმიტომ, რომ ისინი ზუგდიდში აგებენ არჩევნებს. შსს, ბატონი გახარია, „ქართული ოცნება“ ზუგდიდში ატარებს ოპერაციას სვავი. ამ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირები მოვლენილი ჰყავთ ზუგდიდში იმიტომ, რომ კონკრეტულ ადამიანებს ჩამოართვან პირადობის მოწმობა იმისთვის რომ ვერ მოხვდნენ არჩევნებზე და ვერ გამოხატონ საკუთარი ნება. ვერ მისცენ ხმა იმ კანდიდატს, რომელიც მათ სურს. ამაში ჩართულები არიან მაღალი თანამდებობის პირები. მაგალითად როგორიც არს ჭაბუკა რაფავა,  რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის დასავლეთ საქართველოს  უფროსის მოადგილეა. ასევე ბატონი პაატა ზარანდია, რომელიც ფინანსური პოლიციის თანამშრომელია და გახლავთ შს მინისტრის მოადგილის ბატონი კაკავას კადრი. მას კონკრეტულად ჩაბარებული აქვს ჯიხაშკარი სადაც ეწევა ადამიანების ზეწოლას, ტერორს, დაშინებას და პირადობის მოწმობების ჩამორთმევას. ასევე ბატონი გელა შანავა, რომელიც ფინანსურ პოლიციაში  მუშაობს და ამ შემთხვევაში ამ ადამიანს ჩაბარებული აქვს ქალაქი ზუგდიდი და ზედა ეწერი. ადგილობრივ ზონდერებს რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი თენგიზ გოგოლიშვილი, რომელიც ემუქრება თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნით იმ შემთხვევაში თუ არ მისცემენ ხმას "ქართულ ოცნებას" ან არ გადასცემენ მათ პირადობის მოწმობას. ასევე ბატონი დავით კოდუა, რომელიც მსგავს სპეცოპერაციას ატარებს დარჩელში და გახლავთ ქართული ოცნების შტაბის წევრი და სუს-ის ზონდერი,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ შემთხვევებზეც საუბრობს. ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა არაოფიციალურ შეხვედრაზე დაიბარა მონადირეები, სადილის დასრულების შემდეგ კი მონადირეებს პირადობის მოწმობები მოსთხოვეს. 

დღის ამბები