დედაქალაქის მერი კახი კალაძე „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან, ლადო კახაძესთან ერთად ვეტერან „დინამოელებს“ შეხვდა. მთავრობის წარმომადგენლებმა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად 1981 წლის 13 მაისის თამაში გაიხსენეს, როდესაც თბილისის „დინამომ“ იენის „კარლ ცაისთან“ საქართველოს გამარჯვება მოუტანა.
„საქართველოს ისტორიაში სპორტთან დაკავშირებული განსაკუთრებით ასეთი დღე არ ჰქონია, სადაც მთელი საქართველო და არა მარტო საქართველოს შიდა ბინადრები, ყველა გულშემატკივარი, ქართულად მოაზროვნე გულშემატკივარი, ჩვენი ქვეყნის დამნახავი გამარჯვების კვარცხლბეკზე, ყველა იდგა და ტაშს უკრავდა „დინამოს“ ამ გამარჯვებას. ეს იყო ქართული ნიჭის გამარჯვება. ეს არი სამაგალითო ფურცელი და სასწავლო-სააღმზრდელო ფურცელი საქართველოს მომავლისათვის, რომ ყველა შთამომავალს აქვს შანსი გახდეს ზუსტად ასეთივე წარმატებული,“- განაცხადა ლადო კახაძემ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 13 მაისის გამარჯვება მხოლოდ სპორტული ტრიუმფი არ იყო და მას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.
„ეს არ იყო მხოლოდ სპორტული ტრიუმფი, სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება, რამაც გააერთიანა კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი, ამ გამარჯვება და დღესაც ქართულ ფეხბურთზე როდესაც ვლაპარაკობთ და როდესაც ვამაყობთ ქართული ფეხბურთით ზუსტად უკავშირდება ამ გამარჯვებას და ამ თაობას. ისინი დღეს ისევ ქართულ ფეხბურთში არიან, ემსახურებიან იმას, რომ აღზარდოს ჩვენი მომავალი თაობები, ახალგაზრდები, ჩვენი შვილები,“- განაცხადა კალაძემ.