17 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა - იუსტიციის მინისტრი ყოფილი პრემიერის განმეორებით დაკითხვას ეხმაურება

ციხის საკნიდან გაყვანის საქმეზე ვანო მერაბიშვილი ხვალ დაიკითხება. სტრასბურგის სასამართლომ 2018 წელს დაადგინა, რომ ყოფილი პრემიერი მართლაც გაიყვანეს საკნიდან, რაც კანონდარღვევაა.

მერაბიშვილის დაკითხვას თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქმის დანარჩენ ნაწილში ყველა ეპიზოდი სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდა. სწორედ ამიტომ, მინისტრთა კომიტეტის დონეზე სამუშაო დარჩენილი არ არის.  

„მინისტრთა კომიტეტის ეგიდით განახლდა შარშან გამოძიება და ბუნებრივია, თავად ვანო მერაბიშვილიც იქნება მორიგჯერ გამოკითხული. რაც შეეხება საქმის დანარჩენ ნაწილს, იქ ყველა ეპიზოდში სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდა და რეალურად  მინისტრთა კომიტეტის დონეზე ეროვნულ ფარგლებში სამუშაო არაფერია,“-განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები