არა ნაგავსაყრელს! - ამ მოთხოვნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც პროექტის განხორციელება იგეგმება. მათ მსვლელობით მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე გააჟღერეს საკუთარი მოთხოვნები.
მოსახლეობის თქმით, თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.