17 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
„სიებს აბრუნებენ იმიტომ, რომ შეეშინდათ, მიხვდნენ რომ სისხლის სამართლის დანაშაულია"- ხატია დეკანოიძე ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

„სიებს აბრუნებენ იმიტომ, რომ შეეშინდათ"- ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ხატია დეკანოიძემ ზუგდიდის საოლქო კომისიაში ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა. მისი ინფორმაციით ამომრჩეველთა სიები, რომლებიც საოლქო კომისიიდან „ქართულმა ოცნებამ“ გაიტანა უკან იქნა დაბრუნებული მასშემდეგ, რაც ოპოზიცია ადგილზე მივიდა და მომხდარი გააპროტესტა.

"ეს იყო ჩვეულებრივად "ქართული ოცნების" შტაბი, არაფერი ამას არჩევნებთან საერთო არ ჰქონდა. სიები გატანილი. შემდეგ შეეშინდათ თვითონ კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს. მიხვდნენ რომ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდინეს. ბეჭდები გატანილია,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ის საოლქო კომისიის თავმჯდომარის დასჯას ითხოვს. ხატია დეკანოიძე ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ყველას ხმას დაიცავს. 

დღის ამბები