კანში 12 დღიანი კინომარათონი დაიწყო. რიგით 72-ე კინოფესტივალი ფრანგულ რივიერაზე ჯიმ ჯარმუშის ფილმის "მიცვალებულები არ კვდებიან" ჩვენებით გაიხსნა. ფილმი მთავარი პრიზის "ოქროს პალმის რტოს" მისაღებად იბრძოლებს.
მასთან ერთად საკონკურსო ფილმების სიაში კიდევ 20 ნამუშევარია. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაურკვეველი იყო მოასწრებდა თუ არა კვენტინ ტარანტინო ახალი ფილმის მონტაჟს, მაგრამ საბოლოოდ მისი "ერთხელ ჰოლივუდში" კონკურსს შეუერთდა.
მთავარ როლებს ტარანტინოს ფილმში ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ასრულებენ. გამარჯვებულ რეჟისორებსა და მსახიობებს ჟიური, მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს ხელმძღვანელობით შეარჩევს.
დაჯილდოების ცერემონია 25 მაისს გაიმართება.