კომპანია "ნილთან", რომელიც ბაღებს საკვებით ამარაგებს, შესაძლოა კონტრაქტი შეწყდეს. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანია „ნილის“ ანგარიშებს ინკასო დაედო.
კახა კალაძის მოადგილე ამბობს, რომ კომპანია, საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს და შესაძლოა "ნილთან" ხელშეკრულება საერთოდ გაუქმდეს.
ოპოზიციაში, დედაქალაქის მერიას კომპანი "ნილის" შერჩევისთვის დიდი ხანია აკრიტიკებენ, აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ უნდა აღიაროს, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილის თქმით, თბილისის მერის მოადგილემ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს. გარდა ამისა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თბილისის მერმაც.
„ახლა უკვე მივიდნენ იქამდე, რომ ჩვენ რომ ვეუბნებოდით წლის დასაწყისში, რომ ნუ გააკეთებთ ამას, 60 ათას ბავშვის ჯანმრთელობას ნუ ჩააყენებთ საფრთხეში, მათ კლებას ნუ შეუქმნით პრობლემას, ახლა მერის მოადგილე ამბობს, რომ თურმე შესაძლოა კომპანიას გაუწყვიტონ ხელშეკრულება, იმიტომ რომ ის ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და მათ შორის ინკასო. ამ კომპანიას უჭირს გარკვეული ტრანზაქციების შესრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქციის მიწოდების დროს, ბაღებს უკვე ექმნებათ პრობლემა. ამაზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? ის, რომ უხარისხო საკვები შედიოდა, ის რომ ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნებოდა, ის რომ ვალდებულებებს ვერ ასრულებს კომპანია. ნება იბოძოსმ მათ შორის მერის მოადგილემ, რომელიც თავის თავზე იღებს დღეს ამ განცხადებას, ბატონმა ელოშვილმა და დატოვოს თანამდებობა. პლუს ამას, მერმა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თვეების განმავლობაში პრობლემა ექმნებოდა ბავშვების ჯანმრთელობას და კვებას,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.