17 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
თბილისის მერიამ შესაძლოა, საბავშვო ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვიტოს

დედაქალაქის მერიაში საბავშვო ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანიასთან კონტრაქტის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. მერიაში ამბობენ, რომ შპს „ნილი“ გარკვეულ შემთხვევებში ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და არ გამორიცხავენ, რომ შპს „ნილი“ სხვა კომპანიით ჩანაცვლდეს.

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი ამბობს, რომ თუკი კომპანია „ნილი,“ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, მასთან კონტრაქტი შეწყდება.

„რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ისეთი, რომ „ნილმა“ ვერ შესძლო თავისი ვალდებულებების შესრულება რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, შესაბამისად, თუკი დღეს და უახლოეს დღეებში ეს სრულიად არ იქნება გამოსწორებული "ნილის" მიერ, ჩვენ მივიღებთ შესაბამის კონტრაქტუალურ ზომები, რაც ასევე შესაძლებელია, რომ მოხდეს მისი ჩანაცვლება“ – განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

დღის ამბები