სოთბის აუქციონზე კლოდ მონეს შედევრი რეკორდულ ფასად გაიყიდა. ნახატი სახელწოდებით ”თივის ზვინი” ანონიმმა მყიდველმა 110 მილიონ 700 ათასი დოლარად იყიდა. ვაჭრობა სოთბის ნიუ-იორკის სახლში გაიმართა.
შედევრი კლოდ მონემ 1890 წელს ნორმანდიაში დახატა და იმპრესიონისტების ეპოქის ერთ-ერთ გამორჩეულ ტილოდ მიიჩნევა.
აუქციონის ექსპერტების განცხადებით, ვაჭრობის შემდეგ ”თივის ზვინი” ფრანგი იმპრესიონისტის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახდა.