ზუგდიდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით და სკანდალური ფარული ჩანაწერის საქმეზე გამოძიების ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს თბილისის მერი. კახა კალაძე ამბობს, რომ ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული.
„კანონის შესაბამისად იქნება ყველაფერი განხორციელებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველანაირი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. არ ვიცი კადრებია, აუდიოჩანაწერია, არ ვიცი, არ მინახავს და შესაბამისი რეაგირება უნდა განხორციელდეს,“-ამბობს კალაძე.