17 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
სახელმწიფო ბიუჯეტიდან შშმ პირებისთვის გამოყოფილი 212 მილიონი ლარი არამიზნობრივად იხარჯება - ევროპის ფონდის კვლევა

212 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან შშმ პირებისთვის გამოიყო, არამიზნობრივად და არაპროდუქტიულად იხარჯება.  ასეთი შედეგი  ევროპის ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომელმაც შშმ პირებისთვის გამოყოფილი სახსრები შეისწავლა.

კვლევის თანახმად,  ბიუჯეტი არის სოციალური და შესაბამისად,  ერთჯერად სოციალურ შემწეობებზე უფრო იხარჯება, ვიდრე შშმ პირების საჭიროებებისთვის, ინტეგრაციისთვის და ინკლუზიისთვის.

სპეციალისტების რეკომენდაციით, საჭიროა შეიქმნას ერთიანი საბჭო, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვაში მიიღებს მონაწილეობას.

„ბიუჯეტირება არ არის, ვთქვათ, შედეგზე ორიენტირებული და ამ შემთხვევაში უშუალოდ შშმ პირების ინკლუზიას და ჩართულობას ვგულისხმობ და მეორე საკითხი ის არის, რომ ის სერვისები, რომელთა განვითარება საჭიროა სხვა და სხვა ჯგუფებისათვის არის ნაკლებად განვითარებული,“- განაცხადა ევროპის ფონდის პროექტის მენეჯერმა ვიქტორ ბარამიამ.

დღის ამბები