17 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ადამიანების ფიზიკური დაცვა სახელმწიფოს კომპეტენციაა - დეკანოზი გიორგი კიკვიძე

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი კიკვიძემ ისაუბრა. დეკანოზის თქმით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდგომაც სამების საპატრიარქო ტაძრის გალავანთან კონცერტი გაიმართება.

დეკანოზმა გარკვეული პირების თუ ორგანიზაციების მხრიდან ექსცესებიც არ გამორიცხა. სასულიერო პირის თქმით, საპატრიარქოს არ გააჩნია ადამიანების ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფის ბერკეტი და ეს სახელმწიფოს კომპეტენციაა.

„ეკლესია მოუწოდებს  რომ „ არა კაცთ ჰკლა“, „არა იპარო“, „არა იქურდო“, მაგრამ მისი წევრები ზოგჯერ სამწუხაროდ ამას ჩავდივართ. ეს არამც და არამც არ აკნინებს ეკლესიის სიწმინდეს. შესაძლო ექსცესებს, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს, ღმერთმა არ ქნას, რა თქმა უნდა, ამისგან ვერავინ ვერ ვიქნებით დაზღვეული, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ ხშირად ეკლესიისგან ვითხოვთ იმას, რაც აბსოლუტურად სცილდება ეკლესიის კომპეტენციას. ეკლესიას არც ბერკეტი გააჩნია ამისათვის, არც რაიმე საშუალებას ფლობს, რომ ადამიანების ფიზიკური დაცვა უზრუნველყოს. ეს როგორც წესი სახელმწიფოს კომპეტენციაა,“- განაცხადა დეკანოზმა.

დღის ამბები