29 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს, ძალადობის კვალი აღენიშნება. ქალს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. გამოძიების ვერსიით, ის გაგუდეს. პოლიციამ ყაჩაღობის ვერსია გამორიცხა.
გარდაცვლილს 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებიც ამ დროისთვის მამასთან იმყოფებიან. ბერძნული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მოკლულის ყოფილი მეუღლე უკვე დაკითხეს. ის აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით არაფერი იცის.
მეზობლების ცნობით, გასულ პარასკევს გაიგეს, როგორ ჩხუბობდნენ სახლში ქალი და მამაკაცი, თუმცა მამაკაცის ვინაობა უცნობია.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი, ქალაქ კალიეთში საკუთარი სახლის საძინებელში ნათესავმა აღმოაჩინა. მას თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.