17 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
რუსთავში პროტესტი განახლდა - მეტალურგიული ქარხანა კვლავ გაჩერებულია

რუსთავში, მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების პროტესტი დილიდან განახლდა. ქარხანაში ფოლადის არმატურის წარმოება დღესაც შეჩერებულია.

გაფიცული პერსონალის მოთხოვნა უცვლელია, ისინი ხელფასის 50-პროცენტიან ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები, პროტესტის შეწყვეტას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ გეგმავენ და საწარმოს მენეჯმენტს კონკრეტული გადაწყვეტილების დროულად მიღებისკენ მოუწოდებენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მეტალურგიული ქარხნის დირექცია პერსონალის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

„ჩვენ არ დავიშლებით ორშაბათამდე, სანამ ფოლადსადნობსაც არ გასცემენ პასუხს. მოთხოვნა არის იგივე, 50%-ით ხელფასის მომატება, ოთხცვლიანი გრაფიკის დაგეგმვა. ზეგანაკვეთური  სამუშაოების გადახდა,“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამავე თემაზე
დღის ამბები