სიახლეების გასაგებად მოსახლეობის 36% "რუსთავი2"-ს ირჩევს - ასეთია იპსოსის საზოგადოებრივი კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% სიახლეების გასაგებად ტელე იმედს უყურებს. დანარჩენ ტელეარხებს ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვთ.
“იპსოსის” მიერ კვლევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 1-დან 15 მაისის ჩათვლით 1540 ადამიანი გამოიკითხა.
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია და კითხვების დეტალური ფორმულირება განთავსებულია რუსთავი 2-ის ვებ-გვერდზე - ფაილის მოძიება შეგიძლიათ სპეციალური ბანერის და ბმულის საშუალებით.