17 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
"ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს იქნება გარყვნილების პროპაგანდა" - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ჰომოფობიის წინააღმდეგ მიძღვნილ ღონისძიებებზე საუბრობს 

ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება გარყვნილების პროპაგანდა - ეს განცხადება, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გააკეთა. 

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეზე სასულიერო პირმა ბრიფინგზე ისაუბრა. დეკანოზი ამბობს, რომ ძალადობრივი საფრთხეები, რომელიც ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეიძლება მოჰყვეს, ეკლესიის გასაზომი არ არის და ამაზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იზრუნონ. 

„ ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება გარყვნილების პროპაგანდა, რაც არ უდნა შეფუთული ფორმით მოგვიტანონ ის. საფრთხეები უნდა გაზომოს პოლიციამ, მე როგორ გავზომო საფრთხეები, ან ეკლესია როგორ გაზომავს ამ საფრთხეებს,“- განაცხადა დეკანოზმა.

17 მაისს, მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, საქართველოში ჩაგვრას აქციით არ გააპროტესტებენ.  "თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტები შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საჯარო დემონსტრაციების ნაცვლად ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას დედაქალაქში საინფორმაციო პოსტერების გამოფენით გეგმავდნენ, თუმცა მათი ინიციატივა ცენზურას ემსხვერპლა.

სარეკლამო კომპანიამ ვანდალიზმის საფრთხის გამო ორგანიზაციას თანამშრომლობაზე უარი უთხრა. 

საქართველოს საპატრიარქო კი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღეს მასშტაბური მსვლელობით აღნიშნავს. მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე 5 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისსაც გადაიხდის, რის შემდეგაც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კონცერტი გაიმართება.

დღის ამბები