17 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
"ნებისმიერი საჯარო პოზიციონირება დაკავშირებულია ძალადობასთან" - ლგბტ თემი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ვერ აღნიშნავს 

ლგბტ თემი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს ვერ აღნიშნავს. ღონისძიებები ქვეყანაში არ გაიმართება. "თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტები შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საჯარო დემონსტრაციების ნაცვლად დედაქალაქში საინფორმაციო პოსტერების გამოფენით გეგმავდნენ, თუმცა მათი ინიციატივა ცენზურას ემსხვერპლა.

სარეკლამო კომპანიამ ვანდალიზმის საფრთხის გამო არასამთავრობო ორგანიზაციას თანამშრომლობაზე უარი უთხრა. დღეს ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ბარათაშვილის ხიდზე დროშა გადმოფინეს, თუმცა მალევე ჩამოხსნეს.

„2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ, რომ საჯარო მანიფესტაცია და საჯარო შეკრება 17 მაისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, პრინციპში, რომელიც უკავშირდება ლგბტ თემას, დაკავშირებული მომატებულ ძალადობის საფრთხეებთან. წლიდან წლამდე ჩვენ ვაწყდებით ერთი და იგივე პრობლემას, რომ გამოდიან და ძლიერდებიან კონსერვატორული, ფაშისტურად განწყობილი მოძალადე ჯგუფები. ლგბტ ადამიანები ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, საქართველოს ტოვებენ მასიურად. ნებისმიერი საჯარო პოზიციონირება დაკავშირებულია ძალადობასთან,“- განაცხადა ბერიანიძემ.

განცხადება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გააკეთეს "თბილისი პრაიდის" წევრებმაც.

„ როდესაც ვერ ხერხდება საჯარო სივრცის დაკავება ლგბტ ადამიანების მიერ, კარგად აჩვენებს იმ სისტემურ ჩაგვრას, რისი მსხვერპლებიც ეს ადამიანები არიან ამ ქვეყანაში დღეს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ლგბტ ჯგუფი არის ერთადერთი ჯგუფი, ვისაც ასეთი დემონიზებული და მარგინალიზებულია, რომ ქუჩაში არ გაესვლება, არ ეძლევა ამის შესაძლებლობა და უფლება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ლგბტ აქტივისტების ნაწილი წელს 2019 წელს ივნისში გეგმავს მსვლელობის მოწყობას სახელწოდებით „ ღირსების მარში“. ეს მსვლელობა, აღსანიშნავია, რომ იქნება „ თბილის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში სხვა ღონისძიებებთან ერთად,“- განაცხადა კვარაცხელიამ.

დღის ამბები