17 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ხმაური ჭიათურაში - ღარიბაშვილს, კალაძესა და კობახიძეს მაღაროელები შეძახილებით შეხვდნენ

„დაიწყება დიალოგი თქვენთან და თქვენი მოთხოვნების ეტაპობრივად შესრულება,“- ირაკლი ღარიბაშვილის ამ მიმართვას ჭიათურაში მაღაროელების მხრიდან ხმაური და უკმაყოფილება მოჰყვა.

ჭიათურაში „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდასაჭერად ჩასული მმართველი გუნდის ლიდერები არჩევნებამდე ორი დღით ადრე მაღაროელების პრობლემებით დიანტერესდნენ. ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს გაფიცულები შეძახილებით შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა მაღაროელებს განუცხადეს, რომ მათი მოთხოვნები ეტაპობრივად შესრულდება, რასაც ხმაური მოჰყვა.

„არა, არა,“ - ამბობდნენ მაღაროელები, რომლებიც სამუშაო პირობების დაუყოვნებლივ გაუმჯობესებას ითხოვენ.

შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, მაღაროელებს სამართლიან პროტესტში სოლიდარობას უცხადებენ.

„დაახლოებით, 4 წლის წინ, მაშინ ჯერ კიდევ პრემიერმინისტრი გახლდით, ჩემი მოთხოვნით, ჩვენ დავაყენეთ პირობები, რომ უნდა მოეგვარებინათ კვების პრობლემა, ჯანდაცვის პრობლემა. თუნდაც, ის ფაქტი, რომ ხიდი არის დაზიანებული თვეების განმავლობაში, ვერ შეძლეს ვერც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ვერც კომპანიის წარმომადგენლებმა ამის შეკეთება. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს მაღაროელებს, ჩვენს მოსახლეობას ამ სამართლიან პროტესტში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები