„ქართული ოცნების“ საჩუქრით მოწამლული ბავშვები - მოზარდები მსუბუქი ინტოქსიკაციით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება 4 მოზარდს დასჭირდა.
ბავშვები აფხაზეთის მთავარობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე იმყოფებდნენ. არჩევნებამდე ორი დღით ადრე, აფხაზეთის მთავარობის მეთაურის დავალებით ბაშვები სავაჭრო ცენტრში წაიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ღონისძიებაზე ბავშვებს ნაყინით გაუმასპინძლდნენ და სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მოზარდების ინტოქსიკაცია.