17 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
ხელვაჩაურში, ე.წ. "ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლში ქვეწარმავლები იპოვეს

ხელვაჩაურში, ე.წ. "ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე ერთ-ერთ სახლში ქვეწარმავლები იპოვეს. მცხოვრებლებმა ორი გველი მოკლეს.

ადგილობრივების განცხადებით, ქვეწარმავლები სახლში არიან დამალულები, რის გამოც შენობაში ვერ შედიან.

თვითნებურად შესახლებულები მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ და მერიის შესაბამის სამსახურებს დროულ რეაგირებს სთხოვენ.

ადგილზე მერიის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, სახლი და ეზო შესაბამისი ხსნარით შეწამლეს. მათი თქმით, დღეს მთლიანად ტერიტორიის დამუშავება მოხდება.

დღის ამბები