თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 80 წლამდე მამაკაცს ფეხი დაუცდა და მდინარე სტორში ჩავარდა. გარდაცვლილი თანასოფლელებმა იპოვეს და 112-ს დაუკავშირდნენ.
შემთხვევის ადგილი ყველა შესაბამისმა უწყებამ დაათვალიერა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.