17 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
-ხმაური და დაპირისპირება ჩხორიაში-სოფლის გამგებელი საარჩევნო უბანთან ამომრჩეველს აღრიცხავდა

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიას #70 საარჩევნო უბანზე. შელაპარაკება ოპოზიციასა და სოფლის გამგებელს შორის მასშემდეგ დაიწყო რაც ამომრჩევლებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ საარჩევნო უბანთან სოფელ ჩხორიას გამგებელი სიებით იმყოფებოდა და მოქალაქეებს აღრიცხავდა. ადგილზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს გამგებელი ადგილზე დახვდათ თუმცა მას სიები თან აღარ ჰქონდა.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები შეეცადნენ გაერკვიათ ვითარება რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„სამაგიდო სიები გიკავია თურმე და წადი ახლა მიხედე სოფელს და სიების ფრიალს დაანებე თავი,“-მიმართა სოფლის გამგებელს ოპოზიციის წარმომადგენელმა.

ოპოზიციის წარმომადგენლის მოწოდებამ დაეტოვებინა საარჩევნო უბნის ტერიტორია, გამგებელი გააღიზიანა.

„შენ მასწავლი სად დავდგე და რა გავაკეთო? აქ დავიბადე და აქ უნდა დავდგე, წადი ახლა მოშორდი აქაურობას!,“-განაცხადა სოფელ ჩხორიას გამგებელმა. 

დღის ამბები