17 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
54 საარჩევნო უბანი და 24 ათასზე მეტი ამომრჩეველი - ხულოში დღეს მერს ირჩევენ

აჭარის მაღალმთიანეთში დღეს მერს ირჩევენ. ხულოში 14 კანდიდატია დარეგისტრირებული.  ძირითადი კონკურენტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ირაკლი ჯორბენაძე და "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ ბერიძეა. ხულოში 24 ათასზე მეტი ამომრჩეველია. ამომრჩეველი ხმას 54 საარჩევნო უბანზე აძლევს. ამ დროისთვის არჩევნები ადგილზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს ხალხმა და ის მთავარი  კონსტიტუციური დათქმა რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი ეს რაალურად უნდა განხორციელდეს. ასევე ამ მუნიციპალიტეტისთვის და ზოგადად ხულოსთვის ისევე როგორც მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ არა უთხრას საზოგადოებამ ნეპოტიზმს, კორუფციას, რაც სამწუხაროდ გამეფებულია ჩვენს ქვეყანაში,“-განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ

დღის ამბები