მარნეულში, ოპოზიცია ამომრჩევლის დაშინებაზე და ზეწოლაზე საუბრობს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათი დამკვირვებლები აკონტროლებენ საარჩევნო უბნებს და ისინი არ დაუშვებენ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება შეძლოს. ისინი იმედოვნებენ რომ მოსახლეობა არ შეუშინდება ზეწოლას და სწორ არჩევანს გააკეთებს.
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს კანდიდატებმა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან აგილ მუსტაფაევი აცხადებს, რომ მარნეულს სჭირდება ცვლილებები.
„მარნეულს სჭირდება ახალი სუნთქვა, მარნეულს სჭირდება განახლება, მარნეული იქნება განახლებული მიუხედავად იმისა, რომ დღეს "ქართული ოცნება" ყველა მეთოდით აკეთებს იმას რომ მარნეული არ განვითარებს.
საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან.” ზაურ დარგალი აცხადებს, რომ ენმ შეგნებულად აწყობს პროვოკაციებს, რეალურად კი ხმის მიცემს პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„ენმ-ს ახალგაზრდები დადიან და ყვირიან, ერთ-ერთი იყო ქალაქში ახლა დამირეკეს, რომ შემოვიდა უბანში და დაიწყო რომ აი ბიულეტენი მოპარეს, მაგრამ იქ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მინდა გითხრათ რომ ყველანაირ დარღვევაზე მნიშვნელობა არ აქვს ვისი მხრიდან იქნება ეს შესაბამისი უწყებები გააკეთებენ სწრაფ რეაქციას,“-განაცხადა ზაურ დარგალმა.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი სარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად იყო მისული. მასთან ერთად იმყოფებოდა მეუღლეც, რომელზეც მოსახლეობა და ოპოზიცია ამბობდა რომ ის იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და სასურსათო პროდუქტებით ცდილობდა მოსახლეობის მოსყიდვას. "კურიერის" შეკითხვებს დღეს მან არ უპასუხა.