17 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ე.წ. ძველი ბიჭები და პოლიციის მაღალჩინოსანი მთაწმინდის #13 უბანთან - "კურიერის" კამერამ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელებიც გადაიღო

ე.წ. ძველი ბიჭების მიერ კონტროლირებადი საარჩევნო უბნები - მთაწმინდის რაიონში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები იყვნენ მობილიზებული. გამოირჩეოდა მე-13 საარჩევნო უბანი, სადაც "კურიერის" ინფორმაციით ე.წ. ძველი ბიჭები პოლიციის მანქანით გადაადგილდებოდნენ.

ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება საარჩევნო უბანთან დილის 10:00 საათიდან დაიწყო. ისინი აკონტროლებდნენ პირებს, ვინც ხმის მისაცემად უბანზე მიდიოდა. ე.წ. ძველი ბიჭები ასევე ტელეფონით ახორციელებდნენ ამომრჩევლის მობილიზებას.  

„მეცამეტე უბნის ეზოში  შეინიშნებოდა ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება უამრავი მანქანით. ისინი გამუდმებით  ვიღაცასთან რეკავდნენ. მიდიოდნენ, მოდიოდნენ . იყო ჩხუბიც უბნის გარეთ, სკოლის ეზოში. რის გამო დაიწყო მე არ ვიცი იმიტომ რომ მე არჩევნებს ვაკვირდები უბანზე, თუმცა მასშემდეგ არის პოლიციის მობილიზებაც და ძველი ბიჭებიც კვლავ აქ რჩებიან. პოლიციას ჰქონდა ჩხუბის მომენტში  როგორც მივხვდი გამშველებლის როლი თუმცა ის რომ ეს ბირჟა დაეშალათ მათი ინტერესი არ ყოფილა იმიტომ, რომ ჩხუბის შემდეგ ყველა მონაწილე არ რჩებოდა,“-აცხადებს #13 უბნის ერთ-ერთი დამკვირვებელი თამარ კაკაბაძე.

"კურიერის" კამერამ ასევე დააფიქსირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი რომელიც საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა. ოპერატიულ მანქანის საქარე მინასთან განთავსებული შსს-ს საშვი მანქანაში მყოფმა პირებმა მას შემდეგ  მოხსნეს, რაც ადგილზე "კურიერი" მივიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ადგილზე კურიერის მისვლიდან მალევე მივიდა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველის უფროსის მოადგილე მამუკა საღარეიშვილია. ის პირადად გაესაუბრა ადგილზე მყოფ ე.წ. ძველ ბიჭებს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს. 

დღის ამბები