ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა - ჭიკაანში, გავაზში, კუჭატანსა და წიწკანაანთსერში განადგურდა მარწყვის მოსავალი, ასევე საზამთროსა და ნესვის ბაღები.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანდა ვენახების თითქმის 50 პროცენტი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ყვარლის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიის ზონაში ჯერ არ ჩასულა.
ზიანის ხარისხისა და ოდენობის შესწავლა დღის მეორე ნახევარში დაიწყება.