ურეკი-ოზურგეთის ავტომაგისტრალი დღეს ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. გზა სოფელ ნაღობილევის მოსახლეობამ გადაკეტა. ადგილობრივები ბუნებრივი აირის და წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. სოფლის მოსახლეობა მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.
აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილობრივების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის ფორმა კიდევ უფრო რადიკალური იქნება და ისინი სარკინიგზო მაგისტრალსაც გადაკეტავენ.
ოზურგეთის ვიცე-მერის განცხადებით, უახლოეს მომავალში წყლის პრობლემა მთლიანად იქნება მოგვარებული
„სადღაც 1-2 კილომეტრში ჭაბურღილი გაკეთდა. რაღაც რაოდენობას, დაახლოებით 50-60 ოჯახს ეს პრობლემას მოუგვარებს. რაც შეეხება აქეთ ტერიტორიებს, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება,“ - განაცხადა ოზურგეთის ვიცე-მერმა ალეკო სურგულაძემ.