17 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
გაუმართავი სანიაღვრე სისტემა და კანალიზაცია - ბოგვის ქუჩის მცხოვრებლები წლებია დახმარებას ითხოვენ 

ბოგვის ქუჩის მცხოვრებლები უკვე წლებია კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო ზარალდებიან.

მათი თქმით, ყოველი წვიმის დროს საკანალიზაციო ჭები იჭედება და საკუთარი სახლების ეზოები იტბორება. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ რამდენჯერმე მიმართეს ნაძალადევის გამგეობასა და მერიას, თუმცა უშედეგოდ.

"კურიერის" გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ, ადგილზე ნაძალადევის გამგეობის მოადგილე და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებიც მივიდნენ.

გამგეობაში ამბობენ, რომ ბოგვის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემები მათთვის ამ დრომდე უცნობი იყო. გამგეობაში არ გამორიცხავენ, რომ  სანიაღვრე ჭების დაემატება გახდეს საჭირო. GWP-ის  განცხადებით, კი ბოგვის ქუჩაზე არსებული პრობლემები, თვითნებურად დამონტაჟებული სისტემების ბრალია, რომელსაც უახლოეს დღეებში მოაგვარებენ.


დღის ამბები