რეჟისორი გიორგი ლასარეიშვილი, რომელმაც თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელებისთვის მუსიკალური კლიპი გადაიღო, ზეწოლაზე საუბრობს. არსებული ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება, სწორედ აღნიშნულ ვიდეორგოლს მოჰყვა.
სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ ჩხუბის მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლის მოსწავლეების ერთი ჯგუფი მათ თანაკლასელებზე იმის გამო გაბრაზდა, რომ კლიპში ქუჩური მენტალიტეტი გააშარჟეს.
ლასარეიშვილის თქმით, კლიპის ატვირთვისთანავე სკოლის დირექციის მხრიდან მასზეც და კლასის მოსწავლეებიც განხორციელდა ზეწოლა. მათ ვიდეოს წაშლას აიძულებდნენ.
„არაფერი არ ვიცით მომხდარის შესახებ და გაურკვევლობაში ვართ რა შუაშია ჩვენი კლიპი დაპირისპირებასთან.
ჩვენ პირველი ვარიანტი გვქონდა ატვირთული, სადაც იყო ჟარგონული სიტყვები გამოყენებული და როგორც მე გავიგე ბავშვებისგან, მოსწავლეებისგან, რომ ეს ვიდეო უნდა წაიშალოსო ამბობდნენო. ასე კონკრეტულად ვინ ამბობდა, როგორ ამბობდა ეგ არ ვიცი, მაგრამ ვარაუდის დონეზე მოდიოდა დირექციისგან,“-განაცხადა რეჟისორმა გიორგი ლასარეუშვილმა.