საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 15 ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდნენ. ახალგაზრდა მეწარმეებმა კრისტინ ლაგარდს სტარტაპები გააცნეს და მის შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრა ფონდის მმართველი დირექტორის ინიციატივით გაიმართა.
„ინოვაციების კონცეფცია ასოცირდება პროგრესთან და იქიდან გამომდინარე თუ რა მიმართულებას აირჩევ, ხალხისთვის ყოფაცხოვრების გაუმჯობესების მიზანს ემსახურება. ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ მოქნილები და სწრაფები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინოვაციების იდეას, ვაწარმოებთ კვლევას ეკონომიკური განვითარების სფეროში ყველა სიახლესთან დაკავშირებით.
გვაქვს კონკურსები, ასევე ვახდენთ გამოგონებების ჩართვას ჩვენი საქმიანობისა და ცოდნის გაზიარების სფეროებში. მე მოვუწოდებ ყველა ეკონომისტს და სხვა დარგების სპეციალისტებს, ფოკუსირება მოახდინონ პროექტებზე, იფიქრონ არაორდინალურად და ნახონ თუ სად შეიძლება ამან მიიყვანოს,“- განაცხადა კრისტინ ლაგარდიმ.