"მარკებით მოთხრობილი ისტორია" - ქართული საფოსტო მარკის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა. საგამოფენო ექსპონატებზე ასახულია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები, საზოგადო მოღვაწეები, მხატვრები, მწერლები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები. აღნიშნული საფოსტო მარკებით საქართველო საკუთარ კულტურას და ისტორიას მსოფლიოს აცნობდა.
არქივში დაცული მარკები ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ორი თვე იქნება წარმოდგენილი.
„დამოუკიდებლობის შეწყვეტასთან ერთად შემდეგ უკვე წყდება დამოუკიდებელი საქართველოს მარკების მიმოქცევაში გამოშვება და იწყება საბჭოთა პერიოდი, თუმცა 1993 წლიდან ისევ ქართული სახელმწიფოს მარკების ხდება მიმოქცევაში გამოშვება და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ეს საფოსტო მარკა,“- განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ.